რეზონანსი
(14.02.2023)

ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში (ბაუ) მშობიარე ქალი გარდაიცვალა.

გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. კლინიკაში აცხადებენ, რომ შემთხვევა დღეს მოხდა და გარდაცვლილი პროზექტურაშია გადასვენებული. დამატებით კომენტარს კლინიკაში ამ ეტაპზე არ აკეთებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი სკოლის მასწავლებელი იყო. სოციალურ ქსელში ახლობელი ემოციურ სტატუსს აქვეყნებს და გარდაცვლილს ემშვიდობება.

„როგორი წარმოუდგენელი ამბავი დატრიალდა როდესაც შენი სახელი გავიგე, სული გამეყინა. დაუჯერებელია ყველაზე მტკივნეული მომენტი.

12 დაუვიწყარი წელი სკოლის კარებში სიხარულით ღიმილით და წარმატებული დღის სურვილის გარეშე არ გვტოვებდი როგორ მენანები. გულისა მასწავლებელო."

რა ტკბილი მოგონება ხარ ყველასთვის და რა მწარე რეალობა. ვიზიარებ ოჯახის მწუხარებას ვიზიარებ ყველა ჩვენგანის მწუხარებას", - წერს ელუ ჩაგალიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე