რეზონანსი
(14.02.2023)

ფეისბუკ ჯგუფის, „ვეძებ“ დამფუძნებელი, თამუნა მუსერიძე აფრთხილებს ოჯახებს, რომლებიც წლების წინ დაკარგულ შვილებს ეძებენ და მიმართვას ავრცელებს.

„გაფრთხილება! შეიქმნა ჯგუფი, სადაც ადამიანებს, რომლებიც ეძებენ ბიოლოგიურ ოჯახებსა და დაკარგულ შვილებს, ჰპირდებიან საბუთების გამოთხოვას, სთავაზობენ ადვოკატის მომსახურებას და ასე შემდეგ.

არ მოტყუვდეთ! ადვოკატის აყვანა არის დროისა და ფინანსების გაფლანგვა მანამ, სანამ ცვლილება არ შევა კანონმდებლობაში.“ - წერს თამუნა მუსერიძე

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე