რეზონანსი
(10.02.2023)

ცოტა ხნის წინ ახალგაზრდა გოგო ტრაგიკულად დაიღუპა. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. გარდაცვლილი ანა წურწუმიაა. როგორც ცნობილია, გარდაცვალების მიზეზი მძიმე ავადმყოფობა გახდა. იგი ევროპაში მკურნალობდა, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ანა წურწუმიას საქართველოში ზეგ ჩამოასვენებენ.

„არადა როგორ გიყვარდა სიცოცხლე, როგორ იბრძოდი სიცოცხლის გასარჩენად, რომ შენს ლანასთან ერთად ბედნიერი ყოფილიყავი. შენ არა მარტო ფიზიკურად იყავი ლამაზი, არამედ ლამაზი სული და კეთილი გული გქონდა.

უფალმა ნათელში ამყოფოს შენი სული და სანამ შემეძლება ლოცვა,ჩემს ლოცვებში იქნები.

ვუსამძიმრებ შენს დებს, შენს ლანას და ყველა შენს სისხლს და ხორცს.

მენანები ჩემო გოგო, მტკივა მიმძიმის ამის გათავისება”, - წერენ სოცალურ ქსელში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე