რეზონანსი
(19.01.2023)

თურქეთის ქალაქ კაისერში, მცხოვრებმა საქართველოს მოქალაქემ ირმა შაკიაშვილმა ისლამი მიიღო მას შემდეგ, რაც თურქეთში მე-6 სართულიდან გადმოვარდა და გადარჩა.

ამის შესახებ თურქული მედია წერს. 

„მე-6 სართულიდან გადმოვვარდი და გადავრჩი საავადმყოფოში ექიმებმა თქვეს, რომ სასწაული იყო, რომ ცოცხალი ვიყავი. ღმერთს დავპირდი, რომ საავადმყოფოდან გამოსვლისას მუსლიმი გავხდებოდი. ეს იყო ბედისწერა. დიდება ღმერთს, მე გავხდი მუსულმანი“, - თქვა ქართველმა ქალმა ადგილობრივ მედიასთან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე