რეზონანსი
(18.01.2023)

ჟურნალისტი, გოდერძი შარაშია სოციალურ ქსელში ერთ-ერთი სუპერმარკეტის მიერ, გადაყრილი საკვების ფოტოს აქვეყნებს.

"ეს ფოტო ჩემს სახლთან, ნაგვის ურნაში გადავიღე

ნამცხვრის ფასი 5.51 ლარია

მაღაზიამ ვადის გასვლის გამო გადაყარა

სანამ ვადა გაუვიდოდა ხომ შეიძლებოდა გაიაფებულიყო, მაგალითად 2 დღე რომ დარჩებოდა 2 ლარი დაეწერათ, ვინ იცის რამდენა ხანდაზმულმა და ბავშვმა ყლაპა ნერწყვები დახლთან და ვერ იყიდეს სიძვირის გამო

მწარმოებელი რომ ხარ ხომ იზარალე ისედაც და გადაყარე, არ ჯობდა ფასდაკლება?

მაგრამ ხამი რომ ხარ არც შენ იხეირე და არც სხვებს აჭამე

რამდენიმე მაღაზიის ეყარა ერთად. არ მინდა აქ ჩამოთვლა. ეს პირველი შემთხვევა არ არის", - წერს ჟურნალისტი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე