რეზონანსი
(17.01.2023)

მომღერალი, გიორგი სუხიტაშვილი, რომელმაც ოპერაცია გაიკეთა, კლინიკიდან მიმართვას ავრცელებს და საზოგადოებას თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ აცნობს ინფორმაციას.

"ახლა სერიოზულად.

მხოლოდ მეორე დღეა რაც ოპერაცია გამიკეთდა.

ჯერ ვერ ვისაუბრებ ვერც კმაყოფილებაზე და ვერც უკმაყოფილებაზე, რამდენიმე დღეში სახლში გამწერენ და უფრო უპრიანი იქნება ყველა დეტალზე საუბარი.

მესიჯებში პრაქტიკულად, მეჩხუბება ხალხი (ძალიან ბევრია ასეთი), რატომ არ ვეუბნები ვისთან რა გავიკეთე, რომ მათაც მიმართონ.

კიდევ ერთხელ გავმეორდები, ვიდრე გამაყუჩებლების კეთება მჭიდრება ვიდრე ჭრილობა არ მოშუშდება, ვიდრე ეს სპაზმი არ მომეხსნება კუნთებზე მარცხენა მხარეს, რომელიც მრავალთვიანმა გაუსაძლისმა ტკივილმა დამიტოვა და ვიდრე ფეხზე არ დავდგები ნორმალურად, მანამდე ვერავის ვერაფერს ვერ ვურჩევ.

ფოტოში რომ ვიღიმი, არ ნიშნავს, რომ დავკუნტრუშებ კლინიკის დერეფანში, ძლივს დავდივარ ძლივს ვზივარ და ძლივს ვწევარ (ჯერ), თუმცა იმ ჯოჯოხეთურ ტკივილთან შედარებაც არ არის, რაც აქამდე მქონდა.

ვინც ცოტას მაინც მიცნობს იცის რომ ვიდრე არ დავრწმუნდები კონკრეტული ქმედების სისწორეში სხვას არ ვურჩევ.

თქვენ კი უდიდესი მადლობა ვინც ათიათასობით თბილი სიტყვა მითხარით და გამამხნევეთ, ამ სიტყვებმა გამამხნევა დიდწილად. ძალიან სასიამოვნოა როდესაც ადამიანები ასე უანგაროდ გიგზავნიან სითბოს და სიყვარულს.

რამდენიმე დღეში ვრცლად და დეტალურად მოვყვები რა მჭირდა, როდის დაიწყო და როგორ მოვედი აქამდე, რატომ გადავწყვიტე ოპერაცია, ან აქამდე რატომ არ გავიკეთე. სად გავიკეთე ვისთან, ან სად გავივლი რეაბილიტაციას და რა ფორმით" - დაწერა სუხიტაშვილმა.

tia.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე