რეზონანსი
(11.01.2023)

ჟურნალისტი, ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში წერს, რომ ცხოვრების უცნაური ეტაპი დაეწყო.

"ცხოვრების რა უცნაური ეტაპი დამეწყო მეგობრებთან, ძირითადად, ბავშვთა მოვლაზე, გაზებზე, ბავშვების კრემებზე და ბავშვთა კვებაზე დავიწყე მიმოწერა. ძუძუთი კვება, ხელოვნური კვება და ასე შემდეგ.

მეც არ მჯერა, მაგრამ აღმოვაჩინე, რომ მეტი არაფერი მაინტერესებს. არადა, ჩემი შვილი ისე გაზარდა დედაჩემმა, ჩემს გარდა, ყველას აინტერესებდა ეს თემები.

ბოდიში, თუ რაღაც პერიოდი არაადეკვატური მოგეჩვენებით-დავღვინდები", - წერს ინგა გრიგოლია.

შეგახსენებთ, ინგა გრიგოლია რამდენიმე დღის წინ ბებია გახდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე