რეზონანსი
(05.01.2023)

"უც­ნო­ბი" სა­კუ­თა­რი სი­ძის მიერ ვანო მე­რა­ბიშ­ვილ­ზე ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბის ფაქტს არ უარ­ყოფს.

"გა­ი­გებთ ყვე­ლა­ფერს, მე რა უნდა გი­თხრათ?! და­პი­რის­პი­რე­ბა ალ­ბათ, მის­მა (ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის) პი­როვ­ნე­ბამ გა­მო­იწ­ვია. თავ­დას­ხმა არ ყო­ფი­ლა, ერთი-ორი პან­ჩუ­რი იყო ალ­ბათ, შე­იძ­ლე­ბა. კა­ნო­ნის შე­სა­ბა­მი­სად იქ­ნე­ბა ყვე­ლა­ფე­რი. თუ ერ­თწ­ლი­ან პა­ტიმ­რო­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს, და­ა­კა­ვე­ბენ"- უთხრა "უც­ნობ­მა" "ტვ პირ­ველს".

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ შს ყო­ფილ მი­ნის­ტრ, ვანო მე­რა­ბიშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბით მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა 126-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც ძა­ლა­დო­ბას გუ­ლის­ხმობს.

"უც­ნო­ბის" სიძე, გი­გი­შა შა­რა­ში­ძე ადას­ტუ­რებს, რომ მას­სა და ში­ნა­გან საქ­მე­თა ყო­ფილ მი­ნისტრს შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბა მოხ­და. ჟურ­ნა­ლის­ტის კი­თხვა­ზე, "შე­ე­ხო თუ არა მე­რა­ბიშ­ვილს ხე­ლით", შა­რა­ში­ძემ და­დე­ბი­თად უპა­სუ­ხა და აღ­ნიშ­ნა, რომ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას არ გა­ურ­ბის.

რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის წინ თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის მთა­ვარ სამ­მარ­თვე­ლო­ში შა­რა­ში­ძე ად­ვო­კატ გელა ნი­კო­ლე­იშ­ვილ­თან ერ­თად გა­მო­ცხად­და.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე