რეზონანსი
(05.01.2023)

მსახიობ ნიკა ქაცარიძის გარდაცვალებიდან 1 წელი გავიდა. მისი მეუღლე, ნინო ბერიძე ემოციურ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

„ერთი წელი უშენოდ, ტკივილით და ცრემლებით სავსე წელი, მძულს ეს დღე, ეს დილა გაუხარელი. ჩემო გაუხარელო ნიკა, როგორ გვაკლიხარ ნეტა იცოდე, ლაზარე ყოველ დღე იღებს ტელეფონს და გირეკავს, გიყვება ამბებს და სჯერა რომ დაბრუნდები, გეუბნება: „მამა მალე მოდი, რატომ არ მოდიხარ, მე ხომ მომენატრე” ჩემი გული ვეღარ უძლებს ამდენს, ბედისწერამ რატომ გაგიმეტა ასე?

იმხელა სითბო და სიყვარული დატოვე ამ მოკლე ხანში, რომ დღესაც შენი სახელით ვცხოვრობთ, მეხმარებიან და გვერდით მიდგანან ნათესავები, მეგობრები და მსახიობები. მადლობა მინდა გადავუხადო ყველას!!! არ ჩამოვთვლი მათ სახელებს, რადგან არ მინდა ვინმე გამომრჩეს, მადლობა ყველას მხარში დგომისთვის, პირველ რიგში, ნიკასი და მერე მისი ოჯახის დაფასებისთვის.

შენ კი ჩემო გაუხარელო სიყვარულო, მარადიული სასუფეველი დაგიმკვიდროს უფალმა, სადაც მართალნი განისვენებენ, ილოცე შენი შვილებისთვის, ჩვენო ანგელოზო, ამინ!“ – წერს ნინო ბერიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე