რეზონანსი
(30.12.2022)

„კვარაცხელია პრეზერვატივების კოლოფზე: ასე ხდება საქართველოში“ - ასეთი სათაურით აქვეყნებს სტატიას იტალიური გამოცემა spazionapoli

„ხვიჩა კვარაცხელია ყველგანაა და ამჯერად რეალურად: პრეზერვატივის შეფუთვაზე. საქართველოში ნამდვილი კვარომანია ატყდა და ყველაფერი „ნაპოლისა“ და ქართული ფეხბურთის ახალ კერპს ეყრდნობა.პრეზერვატივის კონცეპტუალურმა ბრენდმა Aiisa Condoms-მა ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე ენთუზიაზმის ტალღით ისარგებლა და ხვიჩა კვარაცხელიას სახით თავისი პროდუქციის რეკლამირება მოახდინა.

იდეა ხალისიანია, თუმცა, არ მოეწონა ბევრ ქართველ გულშემატკივარს, რომლებმაც დაინახეს ძლიერი უპატივცემულობა თავად ფეხბურთელისა და „ნაპოლის“ მიმართ, რომელსაც ის ეკუთვნის.თუმცა, სოციალურ ქსელში „ნაპოლის“ ბევრი გულშემატკივარი ღიმილით მიესალმა ამ ინიციატივას და დიდი სიმპათიით კომენტარს აკეთებს „ახალ პროდუქტზე“, რომელიც, როგორც ჩანს, 7,7 ქართულ ლარად იყიდება. გასულ კვირას იგივე კომპანიამ წამოიწყო იგივე ინიციატივა ლიონელ მესის გამოსახულებით ყატარის მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვების მომენტში, რომელიც კოცნის თასს, რომელიც საკულტო გახდა“ - წერს გამოცემა

პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე