რეზონანსი
(29.12.2022)

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კურდღელაურში ახალგაზრდა მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

არსებული ინფორმაციით მამაკაცმა თავი ჩამოიხრჩო. ის 27 წლის გიგა ტუხიშვილია.

როგორც გიგას მეგობრები წერენ, ის ავარიით არ გარდაცვლილა და თავი მოიკლა.

"ახლაა გავიგე თავი მოიკლა, სახლში", - წერს გიგას მეგობარი.

„როგორ დაგვწყვიტე გული, ძმაო",- ბოლოს ასეთი პოსტი დაწერა სოციალურ ქსელში, თელავში ავარიაში დაღუპული შოთა ბოჭორიძის მეგობარმა, რომელიც გარდაცვლილი ნახეს.

ახლობლების ინფორმაციით, მეგობრები ვერ აკონკრეტებენ, რა პრობლემები ჰქონდა ახალგაზრდა მამაკაცს და უკავშირდება თუ არა, მისი გარდაცვალება 27 დეკემბერს ავარიაში დაღუპული ახალგაზრდის შემთხვევას.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115- ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე