რეზონანსი
(23.12.2022)

ჟურნალისტი და პოლიტიკის ექსპერტი ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში საცობებთან დაკავშირებით სახალიხო პოსტს აქვეყნებს:

„ჩვენს საცობში შეიძლება:

გათხოვდე,

გაეყარო,

სამსახური იპოვო,

სამსახური დაკარგო,

ანდერძი დაწერო,

ლაქი წაისვა და კარგად გაიშრო,

გახდე

იეღოველი,

მოიმატო წონაში,

ისწავლო სტვენა,

იმკურნალო

შაკიკი,

გაიხეხო ჯინსი,

გაიპარსო წვერი,

მოიშალო მუცელი,

დაორსულდე,

გაიჩინო პრასტატა,

აჭამო ბავშვს,

ძაღლს,

კატას,

ქმარს,

საყვარელს,

მოუსმინო რადიოში ყველას და ყველაფერსჩემი ჩათვლით,

გაივარჯიშო

ნერვები,

გაიხადო ფეხზე,

გაიცნო გვერდზე მხოხავი,

ეჩხუბო ან ეფლირტავო,გადაიკითხო დიდი რუსთველი და თარგმნო უკრაინულად(ახლა მოდაშია)

გაიძრო ტანსმელი,იმიტომ რომ სანამ დანიშნულების ადგილამდდ მიხვალ გავა მოდიდან...

და ნუ დაწერო და იკითხო ასეთი უაზრო ესემესები....

წამიყვანეთ სოფელშიიიიიიიიიიი", - წერს მოროშკინა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე