რეზონანსი
(19.12.2022)

თბილისში მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე ნიკოლოზობას ულოცავს ნიკოლოზებს და წერს, რომ მიუხედავად დიდი ტკივილისა, ნიკოს დაწყებული საქმე უნდა გააგრძელონ.

"ცასაც და მიწასაც ემძიმება ადამიანი, რომელიც მოწოდებულია, არასდროს არაფერი გაუხარდეს." მასწავლებელთა შორის უდიდესმა მასწავლებელმა ბატონმა გია მურღულიამ დაწერა დილით. ხოდა, ცოტა დამაფიქრა, გამამხნევა და შემომიძახა ამ სიტყვებმა, დიახ, არ მინდ,ა ვიყო მსგავსი გაუსაძლისი ტკივილისა და მიუხედავად.

მიყვარს ხვალინდელი დღე, მეიმედება უდიდესი წმინდა ნ ი კ ო ლ ო ზ ი, რომელსაც დარწმუნებული ვარ, ჩემი ბიჭი გვერდით ჰყავს.

პირველ რიგში, ჩვენს ნიკოს ვულოცავ რომელიც ტკივილამდე გვენატრება.

მერე გილოცავთ თვითეულ თქვენთგანს ჩვენი ოჯახის, ჩვენი ნიკოს სახელით, უფალმა ბედნიერი დღეები გიმრავლოთ და წმინდა ნიკოლოზის შემწეობა არ მოგაკლოთ.

ყოველგვარი კანონზომიერება დაირღვა, რთულია, მაგრამ ნიკოს საქმიანობა უნდა გავაგრძელოთ.

19 დეკემბრიდან ნიკო კვარაცხელიას სახელობის ფონდი ოფიციალურად იფუნქციონირებს.

შეგახსენებთ, რომ თბილისში 15 სექტემბერს "კრიმინალური ავტორიტეტის" გია კვარაცხელიას შვილი, პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელი, 22 წლის ნიკო კვარაცხელია ჩაცხრილეს. მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ მოახერხეს. ნიკო კვარაცხელიას ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ბრალდებით,სამართალდამცველებმა გიორგი კავილაძე და აკო ჭელიძე დააკავეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე