რეზონანსი
(19.12.2022)

მომ­ღე­რალ­მა ნა­ტა­ლია ქუ­თა­თე­ლა­ძემ და აჩი­კო ჯა­ფა­რი­ძემ ოჯა­ხი რამ­დე­ნი­მე წლის წინ შექ­მნეს. მათ ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ბევ­რს სა­უბ­რობ­დნენ და ამ­ბობ­დნენ, რომ აჩი­კო ჯა­ფა­რი­ძის პირ­ვე­ლი ოჯა­ხი, ნა­ტა­ლი­ას გამო და­ინ­გრა. 

ამ თე­მა­ზე ნა­ტა­ლი­ამ თა­თია შა­რან­გი­ას გა­და­ცე­მა­ში "სთო­რი" ისა­უბ­რა და თქვა, რომ და­ნა­შა­უ­ლის შეგ­რძნე­ბა არას­დროს ტო­ვებს, განსაკუთრებით მისი ქმრის შვილებტან ურთიერთობაში:

„ვე­ცა­დე, რომ მათ­თან (აჩი­კოს შვი­ლებ­თან) ყვე­ლა­ფე­რი გულ­წრფე­ლად მი­მე­ტა­ნა, თუმ­ცა მგო­ნია, რომ ბავ­შვე­ბი კი­დევ რა­ღა­ცებს სხვა­ნა­ი­რად აღიქ­ვა­მენ. მგო­ნია, რომ მშობ­ლე­ბი ასეთ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში პირ­ველ რიგ­ში, უნდა იყ­ვნენ გულ­წრფე­ლე­ბი, არა­ფე­რი არ მო­ა­ტყუ­ონ და ყვე­ლა­ფე­რი უთხრან ისე, მარ­თლა რო­გორც არის. შენ რომ ცდი­ლობ რა­ღაც შე­ა­ლა­მა­ზო, მერე ბავ­შვი მა­ინც თა­ვი­სე­ბუ­რად ხარ­შავს. სჯო­ბს, რა­ღა­ცებ­ზე ელა­პა­რა­კო ბავ­შვს, შე­იძ­ლე­ბა ვცდე­ბი.

რა­საკ­ვირ­ვე­ლია, აჩი­კოს შვი­ლებ­თან დღეს მაქვს ურ­თი­ერ­თო­ბა. მი­უ­ხე­და­ვად იმ ყვე­ლაფ­რი­სა, რაც ბავ­შვებ­მა გა­ი­ა­რეს, ის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, რაც თუნ­დაც ჩემს მი­მართ აქვთ, სან­დრო­ზე (ნა­ტა­ლი­ას და აჩი­კოს სა­ერ­თო შვი­ლი) სა­ერ­თოდ ლა­პა­რა­კი ზედ­მე­ტია, იმ­დე­ნად უყ­ვართ, ამ ყვე­ლაფ­რის ფონ­ზე, სა­ოც­რად გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი და მად­ლი­ე­რი ვარ მათი, რომ მა­ინც თბი­ლად და გულ­წრფე­ლად მი­ღე­ბენ და უნ­დათ ჩემ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა.

მეც ძა­ლი­ან ბევ­რს ვცდი­ლობ და დიდ ენერ­გი­ას ვხარ­ჯავ იმის­თვის რომ და­ი­ნა­ხონ რამ­დე­ნად გულ­წრფე­ლი ვარ მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში.

აჩიკოსთან ურ­თი­ერ­თო­ბის და­სა­წყის­შიც მქონ­და და­ნა­შა­უ­ლის შეგ­რძნე­ბა, რა თქმა უნდა. ეს შეგ­რძნე­ბა სულ თან უნდა დაგსდევ­დეს, თუ სინ­დი­სი გა­გაჩ­ნია ადა­მი­ანს", - თქვა ნანი ბრეგვაძის შვილიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე