რეზონანსი
(18.12.2022)

ტელეწამყვანი მაია ასათიანი ინსტაგრამზე წერს რომ მას საყვარელი საქმის კეთება ძალიან სჭირდება და ამ ყველაფრის გარეშე თავს ცუდად გრძნობს. ამავე მიმართვაში ასათიანი აღნიშნავს, რომ მისთვის ყველა ტელევიზიის კარი დაიკეტა და ეთერში გასვლა მხოლოდ მის სურვილზე არ არის დამოკიდებული.

„ბევრი მეკითხება როდის დავბრუნდები, ეს ერთი წელი საოცრად მჭირდებოდა ყველაფრის გასაანალიზებლად, საკუთარ თავში გასარკვევად.

ძალიან მენატრება ჩემი ცხოვრების მთავარი საქმე! ტკივილამდე მაკლია, თუმცა არ კი არა, ვერ ვბრუნდები!!! ტელე სამყარო დაიკეტა ჩემთვის! მიზეზი? რა გითხრათ აბა? არ ვიცი მიზეზი", - წერს ასათიანი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე