რეზონანსი
(10.12.2022)

სოციალური ქსელის მომხმარებელი ლამარა ჯაჭვლიანი წერს, რომ შვილებმა იტალიაში თბილისში, დიდ დიღომში შეძენილი ყველი გაუგზავნეს, რომელიც მეგობრებისთვის უნდა გაესინჯებინა, თუმცა აღმოჩნდა, რომ გარედან სულგუნი, შიგნიდან კი გაფუჭებული ყველი იყო ჩატენილი.

„ისეთი გამწარებული ვარ ეს პოსტი რომ არ დამედო, შეიძლება ბრაზისგან გავმსკდარიყავი.

ხალხო ეს არის იტალიაში ჩემი შვილების გამოგზავნილი ყველი, რომელიც იყიდეს დიდი დიღომში მრგვალ „ორ ნაბიჯთან" მიმდებარე ტერიტორიაზე მაღაზია სახელწოდებით „წალკის საუკეთესო ნაწარმი", სამარცხვინოები ხართ და უნამუსოები. თან რომ გეტყვიან გასაგზავნად მინდაო და ასე უსირცხვილოდ გარედან შეფუთული სულგუნით და შიგნით ამძაღებული ყველით.

მიმიფურთხებიხართ ასეთი არაადამიანებისთვის. მრცხვენია ასეთი ქართველებს. მინდოდა ჩემს გოგოებს გავმასპინძლებოდი ჩემი ამანათით და ბოლოს რომ გავჭერი, ეს ნაგავი შემხვდა ხელში. ხალხო არ იყიდოთ ამ მაღაზიაში არაფერი სამარცხვინო მატყუარები არიან", - წერს ლამარა ჯაჭვლიანი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე