რეზონანსი
(09.12.2022)

ჟურნალისტი ბესო ჩუბინიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ერთ-ერთ დახურულ ჯგუფში პატარა გოგოების ისეთი პოსტები და კომენტარები წაიკითხა, რომ აქამდე მსგავსი არაფერი მოუსმენია. მისი თქმით, საქართველოში ახალი თაობა იღუპება და მშობლებს შვილების გაკონტროლებისკენ მოუწოდებს.

„ხალხნო! რა ნაცისტები და რა ქოცისტები! რა აფხაზეთი და რის უკრაინა. რა გმირები და რის ანტიგმირები.

ახლახან ერთ-ერთი ქალთა დახურული ჯგუფიდან დასქრინული პოსტები და მასზე დატოვებული კომენტარები გამომიგზავნეს და... დაა... დააა....

თაობა გვეღუპება ხალხო!!!! ახალგაზრდა, მოზარდი გოგონების თაობა, ადამიანებო!!!! მომავალი დედები, მომავალი ქართველები ხალხო!

47 წლის კაცი ვარ და ასეთი რამეების წარმოდგენა და გააზრება მეც კი გამიჭირდა, მიუხედავად ჩემი მრავალ-ტანჯვა-გამოვლილი პროფესიისა....

იცით მაინც რაებს წერენ, იცით მაინც რაზე წუხან, იცით მაინც რას ითხოვენ, იცით მაინც რა აზრებს უზიარებენ ერთმანეთს პატარა გოგონები?! - არ იცით! არ იცით! ა რ ი ც ი თ!!! კოშმარია!

ვერ ვიტყვი! ვერ დავსქრინავ! ვერ გავაპიარებ!!!!

შვილებს მიხედეთ! შვილები აკონტროლეთ! რამენაირად დაუთმეთ ამას დრო...

მე მეგონა ყველაფერი ნანახი მქონდა და ყველაფერი წაკითხული მქონდა... მაგრამ ასეთი გარყვნა?!!! ასეთ ასაკში?!!!

რა მიშა, რა ბიძინა, რა ომი, რა ბრძოლა - მორალურად გაგვანადგურეს და „ვერ მივხვდარვართ" უომრად, უსისხლოდ, უგმიროდ - გვანადგურებენ!! შვილებს მიხედეთ მამებო!", - წერს ბესო ჩუბინიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე