რეზონანსი
(09.12.2022)

ვლოგერი, გივიკო დიდიას პოსტს "გუგუნობს ლანჩხუთი" საზოგადოებაში უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა. ის განმარტავს, რომ არ იცოდა, უკრაინაში გმირულად დაღუპული ჯაბა ხოფერიას ლანხუთში გადასვენების ფაქტის შესახებ.

"მე არ ვიცოდი, სამწუხაროდ, ამ წამს გავიგე მეგობრებისგან... მთელი გულით ვიზიარებ და ვწუხვარ ოჯახს გეფიცებთ, რომ მცოდნოდა, ვიდეოს ნამდვილად არ ავტვირთავდი" - წერს დიდია პოსტის კომენტარებში.

ცნობისთვის, უკრაინაში, ბახმუტთან გმირულად დაღუპული ქართველი მეომარი, ჯამბულათ ხოფერია სამშობლოში 8 დეკემბერს ჩამოასვენეს, იმავე დღეს კი მშობლიურ სახლში, ლანჩხუთში გადაასვენეს.

mix.metronome.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე