რეზონანსი
(01.12.2022)

კურიერი, თორნიკე ნინიკაშვილი, რომელიც უკვე მეორედ პოულობს საფულეს და ეძებს საფულის პატრონს, რათა თანხა და საბუთები დაუბრუნოს, ამჯერადაც საფულის პატრონთან ერთად გადაღებულ ვიდეოს ავრცელებს და წერს:

„ღმერთო არ შემეძლო რომ არ დამედო. კაცმა ემოცია და ცრემლები ვერ შეიკავა.

მადლობა დავითს. მითხრა, რომ რაღაც ისეთი საბუთი მედო ამ საფულეში, რომ სამი თვე სჭირდებოდა დამზადებასო, თანაც პოლონეთშიო. მადლობა თქვენ ხალხო, რომ ეს ადამიანი მაპოვნინეთ და გავახარეთ".შეგახსენებთ, გუშინ თორნიკე წერდა, რომ იპოვა საფულე, სადაც 100 ლარი და 20 ლარი იდო, საბუთებთან ერთად.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე