რეზონანსი
(22.11.2022)

ორი დღის წინ, ამერიკაში მოღვაწე პიანისტმა, მერაბ ებრალიძემ შემზარავი ინფორმაცია გაავრცელა - ქართველი ძმები მიშიკო და დემეტრე მეცხვარიაშვილები ავარიაში მოჰყვნენ. ერთი დაიღუპა, მეორე ჰოსპიტალში, კომაში იმყოფება. ახლახან კი ძმების დედამ, თეა ახალკაციშვილმა სოციალურ ქსელში გადარჩენილი შვილის, მიშიკოს შესახებ გაავრცელა ინფორმაცია:

„მიშიკოს ჩაუტარდა დღეს პირველი ოპერაცია. აქაურმა ექიმებმა, ბევრი იბრძოლეს მიშიკოსთვის და ფეხი შეუნარჩუნეს. ჯერჯერობით, მაგრად იბრძვის მიშიკო.

თქვენი ყველას ლოცვა გაიგო უფალმა და თქვენი წყალობით მიშიკო გადამირჩა. ყველას დიდი მადლობა, რომ ასე გულთან მიიტანეთ ჩემი ტრაგედია. ღმერთმა, კარგად და ბედნიერად გიმყოფოთ თქვენი შვილები და საყვარელი ხალხი. გმადლობთ, კეთილო ხალხო!“ - წერს ის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე