რეზონანსი
(19.11.2022)

დუ­შე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, სოფელ ნაღვარევთან, გუ­შინ სა­ღა­მოს უმ­ძი­მე­სი ავა­რია მოხ­და. ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას ბი­ძაშ­ვი­ლე­ბის, ალექ­სი და გი­ორ­გი ბურ­დუ­ლე­ბის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა.

“შეძ­რუ­ლე­ბი ვართ მომ­ხდა­რით. დიდი ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და. მან­ქა­ნა­ში გი­ორ­გი და ალექ­სი ბურ­დუ­ლე­ბი ის­ხდნენ, ორი­ვე ად­გილ­ზე და­ი­ღუ­პა. სა­ჭეს­თან 22 წლის ალექ­სი იჯდა, მან­ქა­ნაც მისი იყო, უმ­ძი­მე­სი ამ­ბა­ვი დატ­რი­ალ­და. ბე­ტო­ნის ბორ­დი­ურს შე­ე­ჯახ­ნენ. თა­ნა­ვუგ­რძნობთ მათ ოჯახს ამ უდი­დეს გუ­ლის­ტკი­ვილს”, – ამბობს დუშეთის მერი.

“არ ვიცი, რა უნდა ვთქვა, არ მაქვს ძალა, რომ მათ­ზე ვი­სა­უბ­რო. გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლე­ბი ვართ მთე­ლი სა­ნა­თე­სა­ვო. ვერ გად­მოგ­ცემთ იმას, რაც ახლა აქ ხდე­ბა. ისე­თი ახალ­გაზ­რდე­ბი და­ი­ღუპ­ნენ, სი­ტყვებს ვერ ვპო­უ­ლობ. გი­ორ­გი და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი იყო, 6 თვის წინ შე­ირ­თო მე­უღ­ლე და ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რე­ბი იყ­ვნენ. აკო და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი არ იყო. ბი­ძაშ­ვი­ლე­ბი არი­ან, სო­ფელ არახვე­თი­დან.

ავა­რია გუ­შინ ღა­მით, 11 სა­ათ­ზეა მომ­ხდა­რი. რო­გორც მი­თხრეს, ბოძს შე­ე­ჯახ­ნენ. რა და რო­გორ მოხ­და, ჩვენ არ ვი­ცით. “სუ­ბა­რუს” მარ­კის ავ­ტო­მო­ბი­ლით იყ­ვნენ, მარ­ტო ისი­ნი ის­ხდნენ მან­ქა­ნა­ში და ორი­ვე ად­გილ­ზე და­ი­ღუ­პა. ჩვე­ნი სო­ფე­ლი პა­ტა­რაა და ამ ამ­ბის შემ­დეგ ყვე­ლა გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი” , – ამბობს ოჯახის ახლობელი.

mix.metronome.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე