რეზონანსი
(18.11.2022)

ავტოსაგზაო შემთხვევას ოჯახის ორი წევრი ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაცით, გარდაცვლილები გიო და ალექს ბურდულები არიან. ავარია წუხელ, სოფელ ნაღვარევთან მოხდა.

სავარაუდოდ, ისინი ბიძაშვილები იყვნენ.

„ბიჭებო, როგორ მენანებით, ჩემო საამაყო ვაჟკაცებო. თქვენთან სიკვდილს რა უნდოდა. გული მეწვის, სიტყვებს ვერ ვპოულობ. მთელი სოფლის და ბურდულების ვაჟკაცებო. გლოვობს სოფელი. უფალმა გაგანათლოთ. როგორი მწარეები ხართ. რატომ ან რისთვის? უფალს ებრალებოდეთ გიო და აკო"- წერს სოციალურ ქსელში ტრაგიკულად დაღუპული ბიჭების ახლობელი.

„ვაიმე, ღმერთო, ეს რა ხდება? განა რა დავაშავეთ ამისთანა, რა ვთქვა, რით ვანუგეში ან მშობლები და ლიკა, ან გამძლეობა როგორ ვუთხრა, ჯერ მე თვითონაც ვერ გამიცნობიერებია რომ ზვიადი აღარ მყავს", - წერენ ახლობლები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე