რეზონანსი
(18.11.2022)

გვანცა დარასელია პირველად ალაპარაკდა იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ დატოვა “რუსთავი 2”. როგორც ჩანს, მას არხზე გარკვეული დისკომფორტი შეექმნა და ამიტომ საზოგადოებრივ მაუწყებელზე ამჯობინა გადასვლა. ის, რომ ტელეწამყვანი რაღაცით უკმაყოფილო იყო, ეს მისი კომენტარიდანაც ჩანს, რომლითაც მან გამომწერებს უპასუხა:

„დავიღალე, დავისტრესე, მინდოდა სიახლეები, მანამდე კი გარკვეული პაუზის აღება და საკუთარ თავში უკეთ გარკვევა. გარდა ამისა, საკუთარი თავისთვის დროის მიცემა,  იმისთვის, რომ მოტივაცია დამიბრუნდეს, რომ შემდეგში რასაც გავაკეთებ, იყოს დიდი ენთუზიაზმით და სიხარულით" - აღნიშნა გვანცა დარასელიამ მოკლე ვიდეომიმართვაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე