რეზონანსი
(16.11.2022)

თბილისის მეტროში ბავშვს ესკალატორით სარგებლობისას ფეხი ჩაჰყვა. ინფორმაციას ერთ-ერთ ფეისბუქჯგუფში თვითმხილველები ავრცელებენ.

"მეტროში ბავშვს, რომ რაღაც შეემთხვა, როგორ არის, ხომ არ იცით? - იკითხა სოციალური ქსელის ერთ-ერთმა მომხმარებელმა, რომელსაც ფაქტის შემსწრე ადამიანები გამოეხმაურნენ.

"ფეხი ჩაჰყვა კიბესა და კედელს შორის..მთლიანი ტერფი..საშინელება იყო. ძლივს ამოუღეს";

"მეც უნდა მეკითხა..საშინელება იყო. პირადად შევესწარი. ახლაც შოკში ვარ..იმედია კარგადაა", - წერენ სოციალურ ქსელში.

წყარო: „tia.ge"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე