რეზონანსი
(16.11.2022)

დეპუტატი, რომან გოცირიძე სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსისთვის 120 000-დოლარიანი Land Cruiser ჩუქების ფაქტს ეხმაურება და წერს, რომ მღვდლების უმრავლესობა სიღარიბეში იმყოფება.

"ერთ-ერთი სასულიერო პირისათვის 300 ათასი ლარის ღირებულების მანქანის ჩუქების ფაქტმა არ უნდა გვაფიქრებინოს, რომ ყველა მღვდელი მდიდარია, პირიქით, მათი აბსოლუტური უმრავლესობა სიღარიბეში იმყოფება, მხოლოდ ბობოლები ცხოვრობენ განცხრომით.

საქართველოს ეკლესიის ფინანსური მოწყობა ძალიან შორსაა ევროპული წესებისაგან, სადაც სისტემა არის გამჭვირვალე, გაკონტროლებული და სამართლიანი. სასულიერო პირის შემოსავალი არ არის დამოკიდებული რომელიმე ღვთისმოშიში ბიზნესმენის თუ მაქინატორის საჩუქარზე, რომელიც ნაპარავის ნაწილის დათმობით ცოდვების გამოსყიდვას ცდილობის უფლისაგან. მაინც ვერ დაიძინებს მშვიდად. შეუნდობს თუ არა ღმერთი, ამის ემპირიული მტკიცებულება არ არსებობს, რადგან იქ წასული და უკან მობრუნებული ამბისმომტანი ჯერ არავის უნახავს", - წერს გოცირიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე