რეზონანსი
(15.11.2022)

მეგა შოუ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ერთ-ერთი მონაწილე მსახიობი და ტელეწამყვანი ნინუცა მაყაშვილია. მისმა ბოლო გამოსვლამ ქორეოგრაფ გოჩა ჩერტკოევის დაბალი შეფასება დაიმსახურა, რაც მისმა დამ, რუსკა მაყაშვილმა გააპროტესტა.

ტელეწამყვანმა დის მხარდაჭერა სოციალურ ქსელში მიმართვის დროს დააფიქსირა.

„გამოსავარდნი კიდევ სხვა ბევრია. ოდნავ თვალები გავახილოთ“,-  დაწერა რუსკა მაყაშვილმა ინსტაგრამზე და საზოგადოებას მისი დის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე