რეზონანსი
(14.11.2022)

ემიგრაციაში კიდევ ერთი ქართველი, 37 წლის ქრისტინა არქანია გარდაიცვალა.

“ამ გოგოს ემიგრაციაში მოუსწრო სიკდილმა იტალიაში, ნეაპოლში შეწყდა მისი გულისცემა… სხვის სახლში… სხვა ხალხში… შორს სამშობლოდან… შორს შვილებისგან. ერთხელ აფხაზეთიდან გამოასწრო სიკვდილს, სულ პატარამ… ერთმა ციცქნამ. აქ კი ვეღარ გაექცა ულმობელ სიკვდილს.

ვეღარ გაექცა და …

ახლა, 37 წლის ,,უნა სტრანიერა”-ს (უცხოელი ქალი) ქრისტინა არქანიას ცხედარი ყველა საჭირო პროცედურას გადის სამშობლოში დასაბრუნებლად

მთავარი ჭირისუფალიც აქ ჰყავს - უფროსი დაიკო ლონდა არქანია… ის უნდა გაჰყვეს, ძვირფასი ცხედარი უნდა მიასვენოს სახლში და იქ უნდა დაიტიროს… ხმამაღლა, ხმისჩახლეჩამდე. აქ გულში ტირის. აქ არავის უნდა ჩვენი ცრემლების დანახვა. მტერიც რომ შეგებრალება, ისეთი ტრაგედიაა. ძვირფასო ემიგრანტებო, უთქმელადაც მიხვდებით, რომ ჩვენი გვერდით დგომა სჭირდება ლონდას. ვისაც როგორ შეგვიძლია

აქ თხოვნა, არა მგონია, საჭირო იყოს!!!

ნუ დავტოვებთ მარტო გამწარებულ დას!!!" - წერენ სოციალურ ქსელში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე