რეზონანსი
(11.11.2022)

თბილისში ახალგაზრდა კაცი 40 წლის გოდერძი გაბაიძე გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი სამსახურიდან საქმეზე გამოვიდა, ქუჩაში გადაადგილებისას თავი ცუდად იგრძნო, პირველივე სამედიცო პუნქტში თავისი ფეხით მივიდა, ექიმთანაც მოახერხა შესვლა და მასთან საუბრისას გარდაიცვალა. ცნობილია, რომ მას ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

"ვერ ვწერ...ან რა უნდა დავწერო, ნახევარი საათის წინ გახვედი ოფისიდან და გვირეკავენ, გვეუბნებიან დაუჯერებელს. რატომ ხდება ასე, რატომ ვერ დაგეხმარეთ, ან რატომ არ გვითხარი თურმე ასე გჭირდებოდით, რატომ დაადუმე ყველაფერი. ასეთი უსუსური შენი ძმაკაცები არასოდეს ყოფილან, ბღაოდნენ პატარა ბავშვებივით არაამქვეყნიური ხმით. ვერ ვიჯერებ, რომ ჩვენი გოძია ვეღარ შემოვა ჩვენს ოთახში, ამდენი წელი ხომ ერთად მოვდივართ, რამდენი დღე და საათი გაგვიტარებია ერთად. ძალიან მიჭირს ძალიან მიმძიმს ძალიან მეცოდები ასეთი ახალგაზრდა, ასეთი კეთილი, გულიანი. გამძლეობა ნიას, გამძლეობა დედიკოს, გამძლეობა შენს ძმებს და ყველა ჩვენგანს, გამძლეობა შენს ძმაკაცებს. მუდამ ჩვენს გულებში იქნები, ჩვენო გოძი, მშვიდობით ჩვენო მეგობარო", - წერს მისი თანამშრომელი სოციალურ ქსელში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე