რეზონანსი
(08.11.2022)

კლინიკა „ვივამედის“ გენერალური დირექტორი, ნინო ნადირაძე სოციალურ ქსელში დემენციასთან დაკავშირებით ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის შალვა ხაჭაპურიძის განცხადებას გამოეხმაურა.

"გაოგნებული ვარ, პაციენტის პირად ინფორმაციას (ბანალური კარიესიც რომ იყოს), თუ ამაზე წერილობითი თანხმობა არ გვაქვს, ხმას არ ვიღებთ და იურისტები ისე აფრიალებენ ამ დემენციას, რომელიც „აწი“ უნდა შეატყობინონ პაციენტს, მათივე სიტყვებით, და ფაქტობრივად, უუნაროდ აცხადებენ მისი ნებართვის გარეშე, აი რა იურისპრუდენციულ სახელმძღვანელოში წერია, გვითხრან“, - წერს ნინო ნადირაძე.

შეგახსენეთ, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს ტუბერკულიოზი და დემენცია დაუდგინდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე