რეზონანსი
(08.11.2022)

ტორონტოში ქართველი ემიგრანტი დავით ამბოკაძე გარდაიცვალა. საქართველოდან გამგზავრების დროს გადაღებულმა მისმა ვიდეომ სოციალური ქსელი მოიარა. 44 წლის კაცის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

„წავიდა და... სულ წავიდა, ასე უკანმოუხედავად... რატომ?“ - დაწერა გარდაცვლილის მეუღლემ მაია ტაკაშვილმა.

„ძალიან მოკლე დროში ყველას თავი შეგვაყვარა, ვერ გადმოვცემ მწუხარებას, არ ვიცი, როგორ განუგეშოთ. ვიცი, რომ ძალიან უყვარდა მისი ოჯახი. პატარა ბიჭი ძალიან ენატრებოდა, მამაზე ძალიან განიცდიდა, ყველაფერზე ძალიან ნერვიულობდა, მას აუცილებლად უნდა ეცოცხლა...“ - წერს გარდაცვლილის მეგობარი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე