რეზონანსი
(06.11.2022)

გურიის სატყეო სამსახურის ყოფილი უფროსი კახა ღლონტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი ოჯახის ახლობლები ავრცელებენ. გარდაცვალების მიზეზი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება გახდა.

კახა ღლონტი სატყეო სამსახურის უფროსობამდე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში, მერის მრჩეველის პოზიციაზე მუშაობდა. უფრო ადრე კი ის ოზურგეთში ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი იყო. ასევე, წარსულში იყო ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატიც.

„შეძრული ვართ ამ ახალგაზრდა კაცის გარდაცვალებით. საუკეთესო ადამიანი დააკლდა ოზურგეთს“, – წერენ სოციალურ ქსელში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე