რეზონანსი
(05.11.2022)

მცხეთაში მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელი, თეა საბაური გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაციას მცხეთის მერია ავრცელებს.

„მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ბიუჯეტის დაგეგმვის განყოფილების ხელმძღვანელის, თეა საბაურის გარდაცვალების გამო.

თეა საბაური იყო სამაგალითო კოლეგა, პროფესიონალი, გულისხმიერი და ღირსეული ადამიანი. იგი მრავალი წლის მანძილზე სანიმუშოდ ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას. თეამ მძიმე ავადმყოფობის შედეგად ახალგაზრდა ასაკში დაგვტოვა.

მცხეთის მერია სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებს და კოლეგებს" , - ნათქვამია განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე