რეზონანსი
(29.09.2022)

ნიკოლოზ წულუკიძის უმცროსი შვილი კიტა წულუკიძე 29 სექტემბერს 2 წლის გახდებოდა. კიტა 4 მაისს უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა, ის მაღალსართულიანი კორპუსის ფანჯრიდან გადავარდა. ტრაგედიამ მთელი ქვეყანა შეძრა.

თავისი ცხოვრების ყველაზე დიდ ტრაგედიამდე, ნიკამ გადაცემა „სთორიში" შვილზე ისაუბრა:

„ყველაზე დიდი ადამიანური შიში ვერ დავძლიე. ჩემი ყველაზე დიდი შიში ჩემი ახლობლების დაკარგვის შიშია. მგონია, რომ ვერ მოვერევი და ეს მთრგუნავს. როცა ყველაზე მეტად გიჭირს, ვინ როგორ იზიარებს შენს სატკივარს, ის გამახსოვრდება.

ბოლო დროს ფიქრი მიყვარს, შვილებზე, ოჯახზე, მშობლებზე. ვაანალიზებ და შეცდომებს ვნახულობ, განსაკუთრებით შვილებთან მიმართებით. თუ ყურადღებას დააკლებ, მერე ისე განიცდი, რომ შენი შვილისთვის ვერ მოიცალე... მაქვს სწრაფვა კარგი მშობლობისკენ. შინაგანი სამზადისი მაქვს", - ამბობდა ნიკოლოზ წულუკიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე