რეზონანსი
(29.09.2022)

76 წლის ასაკში გარდაიცვალა  ქართული ფილმის, „მამლუქის“ ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი ვაჟა ჯოჯუა - პატარა გოჩა. მსახიობი 27 სექტემბერს, ალცჰაიმერის დიაგნოზით გარდაიცვალა. 

ვაჟა ჯოჯუა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ფართო საზოგადოების წინაშე არ გამოჩენილა. იგი წლების განმავლობაში მშობლიურ აბაშაში ცხოვრობდა და არც სამსახიობო კარიერა გაუგრძელებია.

ვაჟა ჯოჯუას პანაშვიდი 29 და 30 სექტემბერს, ხოლო დასაფლავება შაბათს, 1 ოქტომბერს აბაშაში გაიმართება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე