რეზონანსი
(24.09.2022)

საქართველოს ეროვნული ბაკრების ფეხბურთელის, ბუდუ ზივზივაძის მეგობარი, ხატია ცარციძე ფეხბურთელის შესახებ წერს

„Budu Zivzivadze რა კარგია ჭადრაკზე რომ არ შეგიყვანეს.

რამდენიმე სიტყვა ბუდუს შესახებ, წლებია ვიცნობ, დაახლოებით, 11-12 წელი, ეგეთია რა, შორიდან რომ დაგინახოს გზას გადმოკვეთს მოვა, მოგიკითხავს, არც მოვალეობის და არც ზრდილობის გამო, იმიტომ რომ ეგეთია ახსოვს და აფასებს ადამიანებს.

ხოდა, მე პირადად, საერთოდ არ გამკვირვებია რაც გააკეთა", - წერს ცარციძე.

ერთა ლიგის მე-5 ტურის შეხვედრა გაიმართა, სადაც საქართველოს ნაკრები დინამო არენაზე ჩრდილოეთ მაკედონიას მასპინძლობდა. შეხვედრის 65-ე წუთზე ბუდუ ზივზივაძემ ბრწყინვალე ითამაშა და ხვიჩა კვარაცხელიას გაატანინა.

გუშინ, საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონია (2:0) დაამარცხა. ბუდუ ზივზივაძემ გუშინდელ შეხვედრაში ბრწყინვალედ ითამაშა და 65 წუთზე ხვიჩა კვარაცხელიას გოლი გაატანინა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე