რეზონანსი
(23.09.2022)

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ახალგაზრდა გოგო მარიამ დუგლაძე გარდაიცვალა - ინფორმაციას სოციალურ ქსელში ლაშა მარგიანი ავრცელებს.

„დღეს, ჩემი კლასიდან, პირველი კლასელი მივაბარეთ მიწას, სიცოცხლითა და სინათლით სავსე გოგო... არ ვიცი, რატომ ატყდებათ ადამიანებს ასეთი დიდი ტრაგედიები თავზე. Mariami, სასუფეველი დაუმკვიდროს ღმერთმა შენს სულს, მოგვენატრები", - წერს ლაშა მარგიანი.

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მცირეწლოვან შვილთან და ოჯახის სხვა წევრებთან ერთად იმყოფებოდა. დაიღუპა ყველა მათგანი, მხოლოდ ბავშვი გადარჩა.

წყარო: tia.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე