რეზონანსი
(19.09.2022)

ინფექციონისტი, მაია ბუწაშვილი დედოფალ ელისაბედის გარდაცვალებას ეხმიანება:

„ეს დღეებია რაღაც ჩამორჩენილად და გაუნათლებლად ვგრძნობ თავს, რადგან სრულიად აცდენილი ვარ დედოფალ ელისაბედის გარდაცვალებასთან დაკავშირებულ აჟიოტაჟს. ბევრის გულისწყრომას გამოვიწვევ, მაგრამ აბსოლუტურად ვერ ვხვდები, რა ეპოქა დასრულდა მისი გარდაცვალებით, რატომ უნდა ეთმობოდეს ამდენი პოსტი ქართულ სოციალურ მედიაში (არც მსოფლიოსი მესმის, მაგრამ ეგ ცალკე საკითხია). გასაგებია, რომ პატივსაცემი ფიგურა იყო, მაგრამ რატომ უნდა იყოს ასეთი განსხვავებული ემოციები სხვა რომელიმე ქვეყნის პოლიტიკური ლიდერის გარდაცვალებისგან. ან პრინცი ჩარლზი რატომ უნდა გვაინტერესებდეს ასეთი ინტენსივობით ან მისი შვილები და რძლები. ამდენი თანაგრძნობა მგონი უკრაინაში დაღუპული ბავშვების მიმართაც კი არ ყოფილა.

გასაგებია, რომ ყველას თავისი ადგილი აქვს და შეიძლება არასწორი შედარებაა, მაგრამ ზუსტად მაგ ადგილებს როგორ უჩენს საზოგადოება მოვლენებს და ადამიანებს, ამის აღქმის სერიოზული პრობლემა მაქვს. მოკლედ, რაღაცას სწორად ვერ ვიგებ…” - დაწერა ბუწაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე