რეზონანსი
(19.09.2022)

ასტროლოგ მიხეილ ცაგარელის პროგნოზით, 23 სექტემბერიდან მნიშვნელოვანი პერიოდი დგება. მზე ქალწულის ზოდიაქოს ნიშანს დატოვებს და ერთი თვით სასწორში გადაინაცვლებს. ამ პერიოდში ის თვისებები მოიმატებს, რომლებიც სასწორს ახასიათებს. ასტროლოგი ადამიანებს 23 სექტემბრიდან კონფლიქტის მოგვარებასა და სადავო საკითხების გადაჭრას ურჩევს.

„23 სექტემბრიდან მზე ქალწულის ნიშნიდან სასწორში ერთი თვით გადადის. ეს იმას ნიშნავს, რომ შემდეგი ერთი თვე იქნება ძალიან მშვიდობიანი, რადგან სასწორი არის ყველაზე მშვიდობიანი ნიშანი, მას აქვს კომპრომისების გაწევის არნახული უნარი და ნებისმიერი კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარება შეუძლია. ამიტომ თუ ვინმესთან შერიგება, ან სადავო საკითხების მოგვარება გინდათ, ეს პერიოდი გამოიყენეთ თორემ, როდესაც 23 ოქტომბრიდან მზე ყველაზე აგრესიულ ნიშანში მორიელში გადავა, მერე უკვე ამის შანსი აღარ მოგეცემათ. 

თუმცა ამ ნიშანს აქვს უარყოფითი თვისებებიც, შესაბამისად მოიმატებს შინაგანი მერყეობა და სულსწრაფობა, ამიტომ ეცადეთ ნაჩქარევად არ მიიღოთ გადაწყვეტილება“, - ამბობს მიხეილ ცაგარელი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე