რეზონანსი
(15.09.2022)

იტალიაში, ქართველი ემიგრანტი, 30 წლის ბექა ხუციშვილი გარდაიცვალა. ახლობლების ინფორმაციით, გარდაცვლილი პოლონეთში, სატვირთო ავტომანქანაზე მძღოლად მუშაობდა და გარდაცვალების დროისათვის, რეისს იტალიის მიმართულებით ასრულებდა.

როგორც ირკვევა, ახალგაზრდა კაცი გულის პრობლემებით გარდაიცვალა და თავის დროზე მამამისიც იგივე პრობლემით დაიღუპა. 30 წლის კაცს ბიძაც გარდაცვლილი ჰყავს და სამშობლოში ახალგაზრდა ცოლ-შვილი დარჩა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე