რეზონანსი
(14.09.2022)

8 წლის დათი ქოქრაშვილი, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში ისრაელის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობდა, გაწერეს.

სამედიცინო პერსონალმა და ადამიანებმა, რომლებიც ამ დრომდე ოჯახის გვერდით იდგნენ, მოზარდი დიდი სიყვარულით გააცილეს. ბავშვი ხვალ გერმანიაში, რეაბილიტაციის გასავლელად მიჰყავთ.

„მიყვარხართ და ჩემი გული თქვენთან რჩება. მომენატრებით უზომოდ. მადლობა ყველაფრისთვის“, - წერს ქრისტინე მამუკაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე