რეზონანსი
(13.09.2022)

უკვე თვეზე მეტია, ოჯახი 51 წლის გიორგი ნადირაძეს ეძებს. ამის შესახებ „მთავარი არხს" კაცის შვილმა აცნობა.

„დაკარგული ადამიანი არის მამაჩემი - გიორგი ნადირაძე 51 წლის ქალაქ სამტრედიიდან. 28-29 ივლისს დატოვა სახლი და ზანდოს მთაზე მონასტერში წავიდა, იქიდან, როგორც ვიცით, სოფელ დაფნარამდე ჩამოვიდა მარშუტკით, ამის შემდეგ არ გვაქვს ინფორმაცია სად წავიდა. საქმეში ჩართულია პოლიცია და დაწყებულია გამოძიება, მაგრამ ჯერჯერობით რაიმე ხელჩასაჭიდი ინფორმაცია არ გვაქვს და კვალზეც ვერ გავედით. ჰქონდა მობილური ტელეფონი, რომელიც 4 აგვისტომდე ჩართული ჰქონდა და ზარი გადიოდა, მაგრამ 4 რიცხვის შემდეგ გათიშულია", - ჰყვება ნინი ნადირაძე.

"მთავარი არხი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე