რეზონანსი
(13.09.2022)

პარტია "მოქალაქეების" ლიდერი, ალეკო ელისშვილი "ნაპოლის" ქართველ ფეხბურთელ, ხვიჩა კვარაცხელიასთან დკავშირებით და დასავლეთში ფართო შესაძლებლობებზე სოცილურ ქსელში წერს.

"ნათია ფანჯიკიძემ დაწერა და სიტყვასიტყვით გავიმეორებ: ხვიჩა კვარაცხელიაზე მსოფლიო ალაპარაკდა მას მერე რაც ევროპულ გუნდში გადავიდა. მანამდე იმ ჯახნაბა რუსულ გუნდში თამაშობდა და არანაკლედ საოცრებებს აკეთებდა, მარა ვინ ლაპარაკობდა მასზე? არავინ. იმიტომ რომ რუსეთი იყო, ჩაკეტილი ბანძი საფეხბურთო სივრცე. გადავიდა ნაპოლიში, გაიმეორა იგივე და აალაპარაკა მსოფლიო რამდენიმე მატჩის შედეგებით. ენას იმტვრევენ კვარაცხელიას გვარზე, მარა მაინც ამბობენ, უკვე შეიყვარეს საქართველო და არის მთელი ამბავი. ჰოდა ეგაა მთელი არსი - ევროპა გვინდა და ევროპაში გვინდა და არა ჩანჩურა რუსეთში! ჰოდა, ევროპა თუ გვინდა 12 პუნქტზე უნდა ვიმუშაოთ და ეგაა ჩვენი ბილეთი ცივილიზებულ სამყაროში. ასე რომ წაუთაქეთ იმ პოლიტიკოსებს ღობე ყორეს რომ ედებიან და პარლამენტში 12 პუნტქტზე მუშაობა რომ ეზარებათ. სინამდვილეში ისინი საქართველოს ევროპაში შესასვლელ საშვს აკარგვინებენ. ჩემზე და ჩვენ პარტიაზე განა რამეს ვამბობ - ჩვენ საერთო მომავალზე ვამბობ. ხვიჩასთან ბოდიში - არანაირად მისთვის პოლიტიკური ჩრდილის მიყენება არ მინდა, ძალიან მკაფიო მაგალითად მოვიყვანე როგორ შეგვიძლია ევროპაში გავიბრწყინოთ ზოგადად და თან სხვას დავესესხე!", - წერს ელისაშვილი ფეისბუქზე.

წყარო: TIA.GE

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე