რეზონანსი
(12.09.2022)

ნინო მოზესი სოციალური ქსელში სასიხარულო ინფორმაციას აქვეყნებს. საქმე ეხება კიდევ ერთ გადარჩენილ პაციენტს და ექიმ ვახო სიხარულიძეს, რომელმაც პაციენტი სიკვდილისგან იხსნა.

„მინდა სიხარულით გაცნობოთ, რომ აი ამ არაჩვეულებრივმა ექიმმა და პიროვნებამ, ფსიქიატრმა, თავისი პროფესიონალიზმით და გულდასმითი მიდგომით, ფაქტიურად, ღვიძლის დაშლას და სიკვდილს გადაარჩინა ახალგაზრდა გოგო. ქუთაისს ჰყავს დიდი ადამიანი და უბრალოდ, კარგი ფსიქიატრი. რომ არა ის, სხვა ექიმის დანაშაულებრივი შეცდომა შეიწირავდა 25 წლის გოგოს. დღეს კი ეს ადამიანი სრულფასოვან ცხოვრებას მისდევს. მადლობა ვახო, ფასდაუდებელი ადამიანი ხარ", - წერს ნინო მოზესი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე