რეზონანსი
(12.09.2022)

დღეს ტრაგიკულად გარდაცვლილი გოგონას ოჯახს ხარაგაულელები უსამძიმრებენ. არსებული ინფორმაციით, მცირეწლოვანს, სავარაუდოდ, შინდის კურკა გადასცდა, რაც ფატალურად დასრულდა.

„დიდ მწუხარებას გამოვთქვამთ ჩვენი მეგობრის შვილის, 3 წლის ლილე ეჯიბაძის ტრაგიკულად გარდაცვალების გამო. თავზარდამცემი ამბავია, რამაც ყველა შეგვძრა. ღმერთმა აცხონოს ფერია შენი სული.

ვუსამძიმრებთ ოჯახს, ნათესავებს, ღარიხევს, ხარაგაულს და სრულიად საქართველოს... ანგელოზად წახვედი იქ, სადაც მართალნი განისვენებენ“, - ვკითხულობთ სამძიმრის პოსტში.

პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე