რეზონანსი
(11.09.2022)

ჯანდაცვის ჯგუფის ხელმძღვანელის, ნიკოლოზ გამყრელიძის თანამდებობა ერთ მესიჯს შეეწირა. როგორც გადაცემა “შაბათის ეთერის” ჟურნალისტებმა გააკრვიეს, მაშინ, როდესაც ქუჩაში ევროპული კურსის მხარდასაჭერად ათი ათასობით ადამიანი  გამოვიდა, ჯანდაცვის ჯგუფი და მისი ხელმძღვანელი ნიკა გამყრელიძე ერთ-ერთი იყო უმსხვილეს ქართული კომპანიებს შორის, რომლებმაც ანტისამთავრობო აქციის ორგანიზატორებს მხარდაჭერა აღუთქვეს. გამყრელიძის ვრცელ წერილში, ყურადღება სიტყვებმა – “ჩვენი იმედი გქონდეთ” მიიქცია.

“ტვ პირველის” ინფორმაციით, მესიჯი ნიკა გამყრელიძის ტელეფონიდან არ გაგზავნილა და მისი დანაბარები ქადაგიძემ მესამე პირის საშუალებით მიიღო. ნიკა გამყრელიძის სახელით გაგზავნილი მესიჯი, რომელიც აქციის ორგანიზატორებმა მიიღეს, ოპერატიულ ტექნიკური სააგენტოს მოსმენების სამსახურმა გაშიფრა და ამის შესახებ “ქართული ოცნების” ლიდერებს აცნობა. სწორედ ამ მესიჯს შეეწირა ნიკა გამყრელიძის მამის, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის პოსტიც.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე