რეზონანსი
(31.08.2022)

პროფესორი, გიორგი ფხაკაძე 32 ათასზე მეტი აბიტურიენტის სტუდენტად გახდომის საკითხს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

" ბევრი აბიტურიენტი სტუდენტი გახდა…

ეს ხომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი “დაბოლებაა” დღევანდელ საქართველოში …

ამდენი იურუსტი, ეკონომისტი, ექიმი და საერათაშორისო ურთიერთობის სპეციალისტი ნამდვილად სჭირდება ამ ქვეყანას?!

ტკბილი ტყუილი შხამია …

საქართველოს სჭირდება სხვა სტრატეგიული მოდელი!

ჩვენ გვჭირდება პრაგმატული და რეალური ეკონომიკის ნამდვილი მონაწილეები და არა “ბოლი”, არა უმუშევარი, დიპლომიანი, მშიერი მოქალაქეები!

ქვეყანას არ ყავს

დურგალი, მეყველე, მეთუნუქე,ხარატი,მებაღე და სხვა და სხვა და სხვა.

ამ საფეხურის გარეშე ზედა საფეხური ხშირად ნაკლებშედეგიანი და ფორმალურია.

სისტემა მთლიანად გასამართია!

ორ და სამდიპლომიანი ტაქსისტების აკვანი ქვეყანა ვართ ჯერჯერობით.

სიმართლეს თვალებში შეხედეთ!

ჯანმრთელობას გისურვებთ…", - წერს ფხაკაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე