რეზონანსი
(30.08.2022)

re:invent holding-ის თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, პავლე მგელაძე იმ აბიტურენტებს ვინც უნივერსიტეტში ვერ მოხვდნენ თავის კომპანიაში დასაქმებას სთავაზობს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ ფეისბუქში დაწერა.

"და ვინც უნივერსიტეტში ვერ მოხვდით, მათ re:educate-ში გელოდებით 1 წელიწადში მაქს კოდის წერას ისწავლით საკაიფოდ. მაქედან 1 წელიწადში 5,000-10,000₾ ხელფასი გექნებათ. მესამე წელს ერთად ბიზნესები დავიწყოთ და მეოთხე წელს ეს ხალხი, რომ დაამთავრებს, სტაჟიორებად ავიყვანოთ", - წერს პავლე მგელაძე სოციალურ ქსელში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე