რეზონანსი
(18.08.2022)

ტელეწამყვანი და მომღერალი გია გაჩეჩილაძე ცუდად არის. ამის შესახებ ინფორმაციას New soho ავრცელებს და იქვე აკონკრეტებს, რომ  20 აგვისტოს დაგეგმილი მისი კონცერტი გადაიდო.

„უცნობის ავად გახდომის გამო 20 აგვისტოს დაგეგმილი კონცერტი გადავადდა, ბოდიშს გიხდით უხერხულობისთვის, უცნობს კი მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ.

გაყიდული ბილეთების თანხა დაბრუნდება tkt.ge ზე“, - აღნიშნულია  New soho-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რა სჭირს მომღერალს, უცნობია. თავად გია გაჩეჩილაძეს ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე