რეზონანსი
(18.08.2022)

უკვე რამდენიმე საათია სამეგრელოში, მდინარე ცხენისწყალში 6 წლის ბავშვს ეძებენ. ადგილზე იმყოფებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები. აღნიშნულთან დაკავშირებით დაკარგული ბავშვის დედამ სოციალურ ქსელში განცხადებაც გაავრცელა.

„გთხოვთ, დამეხმარეთ. დავკარგე შვილი მდინარე ცხენისწყალზე ბაბუას ჰყავდა თავის და-ძმასთან ერთად, 5 წუთში კი გაქრა. იქნებ ვინმემ რამე დაინახეთ, გთხოვთ, გამწარებული დედა გეხვეწებით, დამეხმარეთ, იქნება ვინმემ სადმე ნახეთ...“ - წერს დაკარგული ბავშვის დედა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე