რეზონანსი
(17.08.2022)

სოციალურ ქსელში 4 წლის ანიტა ლომიძის შესახებ სასიხარულო ინფორმაცია ვრცელდება. როგორც ანიტას დედა წერს, პატარამ მძიმე სენის დამარცხება შეძლო. ინფორმაციას "მეგა ტვ" ავრცელებს.

" გილოცავთ! მინდა გაგახაროთ და გითხრათ , რომ ანიტას ბიოფსიის პასუხი არის კარგი.

დიდება უფალს!!!

ანიტას კარგ მდგომარეობას შენარჩუნება სჭირდება ,ამიტომ მისი მკურნალობა კიდევ 1 წელი გაგრძელდება საქართველოში...

მოუწევს კონტროლზე ყოველ 1 თვეში თურქეთში ჩასვლა.

წინ კიდევ რთული და დიდი გზა აქვს...თუმცა

მომდევნო წლის სექტემბერში მის სრულიად გამოჯანმრთელებას ვიზეიმებთ.

3 წლის ანიტა ლომიძე შეეჭიდა ძლიერ ავადმყოფობას ,დღეს უკვე 4 წლის გამარჯვებული ბრუნდება სახლში.

ყველას გისურვებთ უფლის წყალობას.

მადლობა რომ ჩვენთან ერთად იზიარებთ ამ წუთებს", - წერს ანიტას დეიდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე